რთული ეპიდემიური ვითარება საქართველოში


11 039 ახალი ინფიცირებული და 70 423 აქტიური შემთხვევა - სპეციალისტების მოლოდინი მართლდება. ისინი იანვრის ბოლოდან საქართველოში ათი ათასობით შემთხვევას პროგნოზირებდნენ. ანტირეკორდული მონაცემების მიუხედავად, მკვეთრად არ გაზრდილა არც ჰოსპიტალიზაციისა და არც სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ზრდასრულთა კოვიდკლინიკებისგან განსხვავებით, გაიზარდა მიმართვიანობა ბავშთა კლინიკებში, რის გამოც ბავშვების შემთხვევაში, ახალი პროტოკოლის ამოქმედება იგეგმება და მათი კლინიკაში გადაყვანა სწორედ ამ პროტოკოლის მიხედვით მოხდება.

ამ დროისთვის 24 000-მდე მოსწავლე, მშობლების მოთხოვნის საფუძველზე, დისტანციური რეჟიმით ისწავლის. არსებული ვითარების გათვალისწინებით, სპეციალისტები მოსახლეობას წესების დაცვას, პირბადის ტარებასა და ვაქცინაციის პროცესში ჩართვას განსაკუთრებულად სთხოვენ.

ამჟამად ორი დოზით აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 42 %, მათგან ბუსტერდოზა გაკეთებული აქვს 126 000-ზე ცოტა მეტს. დღიური ვაქცინაციის მაჩვენებელი კი ქვეყანაში კვლავ საგანგაშოდ დაბალია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან