ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა


ევროკავშირი რუსეთისთვის ახალი სანქციების დასაწესებლად ემზადება. უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე მსჯელობენ ბრიუსელში. ევროკავშირის მინისტერიალზე საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები პოზიციებს აჯერებენ, თუ როგორ დაეხმარონ უკრაინას და რა დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში. არამხოლოდ დავამტკიცეთ მილიარდ ორასი მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, ასევ გამოვყავით ამ დახმარების ნახევარი, რაც ნიშნავს, რომ 600 მილიონი ევრო უკრაინას უკვე აქვს, - განაცხდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ. მისივე თქმით, მიმდინარეობს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების განაცხადზე მუშაობა, დასკვნის მოსამზადებლად.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი აღნიშნა, რომ ლიეტუვა საქართველოსა და მოლდოვის ევროინტეგრაციასაც მხარს უჭერს, თუმცა, უკრაინა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ცალკე გზას იმსახურებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან