საკანონმდებლო ცვლილებები

15.10.2025 03:49

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. საკანონმდებლო ორგანო ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს, რომლის მიხედვითაც, კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და პასიური საარჩევნო უფლება აეკრძალებათ. „ქართული ოცნება“ ასაკრძალ პარტიად „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს და აცხადებს, რომ ეს პარტია ქვეყანას ძირს უთხრის და ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობას ცდილობს, რაც კონსტიტუციის დარღვევაა. დოკუმენტის მიხედვით, პარტიის აკრძალვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
GM Sunshine