იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატების არჩევა


გაიმართება თუ არა კენჭისყრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი დაჩენილი წევრის ასარჩევად, - დღევანდელ სხდომაზე გახდება ცნობილი. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპონენტების კონსტრუქციულობისა და ჩართულობის იმედი არ აქვთ. ოპოზიციის ნაწილი კი აცხადებს, რომ წარდგენილი ოთხი კანდიდატიდან, მხარს არავის უჭერს, იმ მიზეზით, რომ ისინი იუსტიციის საბჭოში ძირეული რეფორმების განხორციელებას არ მოემსახურებიან. წინა სასესიო კვირას პარლამენტმა საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი დაამტკიცა. ახალი წევრები მაღალი კვორუმით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილი წევრების ხმების დახმარებით აირჩიეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან