ქართული ვალუტა, 1995
25 წლის წინ, 1995 წლის 2 ოქტომბრიდან მიმოქცევაში შემოვიდა ქართული ეროვნული ვალუტა ლარი და გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 1,3 ლარის ნიშნულზე აღინიშნა. ეს თანაფარდობა შენარჩუნდა 1996- 1998 წლებშიც. „შევის საარჩევნო აქტივებიდან ყველაზე ძლიერი და ხელშესახები, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, იყო ეროვნული ვალუტა - ლარი, რომელიც 2 ოქტომბერს შემოვიდა ხმარებაში. 3-ში უკვე ყველგან ყველაფერი ლარზე იყიდებოდა, თუმცა, ბაზარში მოვაჭრე ქალები ლარებს ჯერ კიდევ მანეთებს ეძახდნენ, თეთრებს კი კაპიკებს. ერთმა აზერბაიჯანელმა მემწვანილე ქალმა თეთრი რუსულად თარგმნა და კონა ქინძის ფასი რომ ვკითხე, დვაციტ პიატ ბელიო, მიპასუხა. ოპოზიცია ერთიანი ფრონტით შეეწინააღმდეგა ლარის გამოჩენას, მთავარი ბრალდება ის იყო, რომ ფულის რეფორმამ თითქოს ფასების ზრდას შეუწყო ხელი. როცა პირველივე შაბათს საყიდლებზე გავედი, დავრწმუნდი, რომ ფასები მართლაც 20-25% - ით გაზრდილი იყო. წამოწყებას საპრეზიდენტო კანდიდატები საერთოდ უაზროდ მიიჩნევდნენ და ლარს შავბნელ მომავალს უქადდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ვადაც კი დაასახელა - ერთ თვეში კუპონის ტრაექტორიას გაიმეორებსო. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ხალხს ეამაყებოდა ლარი: რუსულ ფულზე ლამაზი იყო და თითქმის დოლარის ძალა ქონდა.“ გელა ჩარკვიანის წიგნიდან „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“ ფრაგმენტი დოკუმენტური ფილმიდან „გზაზე" ფილმის სრულად სანახავად მიჰყევით ბმულს: • გზაზე, 2000, დოკუმენტური (ნაწილი II)
მსგავსი ვიდეოები
ქართული ლარის ისტორია
Zura Balanchivadze
ლარის კურსი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
42° პარალელი - კრიპტოვალუტის ინდუსტრია საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
42° პარალელი - დაძაბულობა ჩრდილო კავკასიაში / კრიპტოვალუტის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართული ლარი იქნება პირველი ვალუტა მსოფლიოში, რომელიც დაუბრუ...
შეცვალე საქართველო
ქართული დოკუმენტალისტიკა - "ლარის გზა"
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეროვნული ვალუტა მყარდება - რა ახდენს გავლენას ლარის კურსზე?
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი
#ბიზნესპარტნიორი ეროვნული ვალუტა მყარდება
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი