ზაზა გახელაძის ოჯახში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი იმყოფებოდა
ცოტა ხნის წინ ზაზა გახელაძის ოჯახში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი იმყოფებოდა, რომელმაც გატაცებულის ოჯახის წევრებს მხარდაჭერა გამოუცხადა. ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება. საქართველოს მოქალაქეს სამხედრო მოსამსახურეზე თავდასხმის ბრალდებით გაასამართლებენ. ამ ინფორმაციას დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ისინი ელოდებიან ინფორმაციას, კონკრეტულად რა მუხლით აპირებს დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს მოქალაქის გასამართლებას. ზაზა გახელაძე კლინიკიდან კარანტინშია გადაყვანილი, თუმცა, ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. გატაცებულის მონახულებას ცდილობს წითელი ჯვარიც, თუმცა, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით, შეხვედრა ვერ ხერხდება. ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა ერთი კვირის წინ გაიტაცეს. ის ფეხშია დაჭრილი. ოსური მხარის ინფორმაციით, გახელაძემ ეგრეთ წოდებული მესაზღვრეების მისამართით გაისროლა, რის შედეგადაც მას საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება ზაზა გახელაძის ოჯახში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ზაზა გახელაძის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გატაცება საოკუპაციო ხაზიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გატაცება საოკუპაციო ზოლთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სუს-ის წარმომადგენელი საოკუპაციო ხაზთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვანიშვილების ოჯახის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა დასრულებულია
TV IMEDI
ზაზა გახელაძის ოჯახი
giorgi kekelidze