ფლეშმობი თელავში

24.06.2014 01:42

„ახალგაზრდები სამოქალაქო საზოგადოების სამსახურში", - ამ სახელწოდებით დღეს თელავის 20-მდე ახალგაზრდამ გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე „ფლეშმობი" გამართა. აღნიშნული აქტივობა ერთდროულად საქართველოს სამ ქალაქში: თბილისში, ზუგდიდსა და თელავში ხორციელდებოდა. ორგანიზატორების განცხადებით, „ფლეშმობი" მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში ადვოკატირების დამოუკიდებელი წარმოებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებას. პროექტი, რომელიც „ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ ფინანსდება, თელავში საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ, "აფხაზეთი"-ს მხარდაჭერით განხორციელდა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/UE0f5q

გაზიარება: