საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები თბილისში დაბრუნდა


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. ქართველ სპორტსმენებს თბილისის აეროპორტში ოჯახის წევრები, სპორტის გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ. აბუ-დაბიში გამართულ მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ხუთი მედალია. ტატო გრიგალაშვილი იტორიაში პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სამჯერ მოიპოვა. შეჯიბრზე ოქროს მედალს დაეუფლა 20 წლის გიორგი სარდალაშვილიც. ვერცხლი თუშიშვილმა, ბრინჯაოს მედალი კი ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა. მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე ჩვენი ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან