სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა


არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას განაგრძობს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი კვლავ უარს ამბობს წამლების მიღებასა და ექიმების მომსახურებაზეც. თანაგუნდელები, ისევე როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები, ყოფილ პრეზიდენტს პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტას სთხოვენ. ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება შესაძლო ჰოსპიტალიზაციის საკითხზეც. ადვოკატების განცხადებას, რომ ექს-პრეზიდენტი შესაძლო გორის ჰოსპიტალში გადაიყვანონ და გაიტაცონ, პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს. ხელისუფლების პოზიცია უცვლელია - ჯანმრთელობის დამძიმების შემთხვევაში სააკაშვილს ციხის საავადმყოფოში უმკურნალებენ.

რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მყოფი მოშიმშილე ყოფილი პრეზიდენტის საკითხი პოლიტიკურ სპექტრში ურთიერთბრალდებების თემად რჩება. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან