ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი გუგუტიანთკარში ჩავიდა
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან ერთად გუგუტიანთკარში ჩავიდა. ამის შესახებ ერიკ ჰოგი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ორ თანათავმჯდომარესთან ერთად, მე შევუერთდი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელიც პატრულირებდა ამ დილით გუგუტიანთკართან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე „ბორდერიზაციის“ დასაკვირვებლად. ახალი მავთულხლართები კიდევ უფრო ყოფს მოსახლეობას. ამ საკითხს ასევე განვიხილავთ ხვალ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრის ფარგლებში“, - წერს ერიკ ჰოგი. სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარე ტოივო კლარიც ავრცელებს. „მადლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გუნდსა და მისიის ხელმძღვანელს, ერიკს ჰოგს გუგუტიანთკაში გაცნობითი ვიზიტისთვის. მავთულხლართები ყოფს მოსახლეობას და ქმნის სირთულეებს. „ბორდერიზაციის“ მიღება შეუძლებელია“, - წერს ტოივო კლარი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი თავდაცვის უწ...
თავდაცვის სამინისტრო
ექსკლუზიური ინტერვიუ ერიკ ჰოგთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება საოკუპაციო ზოლთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
IPRM-ის ჩაშლილი შეხვედრა - ერიკ ჰოგის შეფასება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ამერიკელი სენატორები საოკუპაციო ხაზთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster