ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი გუგუტიანთკარში ჩავიდა


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან ერთად გუგუტიანთკარში ჩავიდა. ამის შესახებ ერიკ ჰოგი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ორ თანათავმჯდომარესთან ერთად, მე შევუერთდი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელიც პატრულირებდა ამ დილით გუგუტიანთკართან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე „ბორდერიზაციის“ დასაკვირვებლად. ახალი მავთულხლართები კიდევ უფრო ყოფს მოსახლეობას. ამ საკითხს ასევე განვიხილავთ ხვალ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრის ფარგლებში“, - წერს ერიკ ჰოგი.

სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარე ტოივო კლარიც ავრცელებს.

„მადლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გუნდსა და მისიის ხელმძღვანელს, ერიკს ჰოგს გუგუტიანთკაში გაცნობითი ვიზიტისთვის. მავთულხლართები ყოფს მოსახლეობას და ქმნის სირთულეებს. „ბორდერიზაციის“ მიღება შეუძლებელია“, - წერს ტოივო კლარი.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან