მაია რჩეულიშვილის ბრალდების საქმე
„ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილის ბრალდების საქმეზე მოსამართლე განაჩენს, სავარაუდოდ, 10 აპრილს გამოაცხადებს. საუბარია ობიექტ „მიონის“ ეპიზოდზე. რვა აპრილს ჩანიშნულია სხდომა, სადაც დაგეგმილია თაღლითობის ბრალდებით დაკავებული მაია რჩეულიშვილის გამოკითხვა და მხარეების დასკვნითი სიტყვა. სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ადვოკატებმა დაცვის მხარის ის მტკიცებულება წარმოადგინეს, რომელიც მათი შეფასებით, ადასტურებს, რომ თანხების მითვისება არ მომხდარა. პროკურატურისგან განსხვავებით ადვოკატებს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვთ. ბრალდება ამბობს, რომ საქმეში რჩეულიშვილის მამხილებლი მოწმეების ჩვენებები, მათ შორის, ბრალდებულის, ქეთევან ჟორდანიას ჩვენებაც არის. „ცენტრ-პოინტის“ წარმომადგენლის საქმის წარმოება ამავე ბრალდებაზე ცალკე ეპიზოდად არის გამოყოფილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სასამართლო პროცესი „ცენტრ-პოინტის“ საქმეზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მაია რჩეულიშვილის განაჩენი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მაია რჩეულიშვილის ადვოკატი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - როგორ...
Jeff Alanna
ე.წ. მიონის ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს 7 წლით პატიმრობა მიესა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უნდა ჩანდეს, რომ საქართველოში ვიღაც ცხოვრობდა კარგად რეპო...
avto kakachishvili
„მაგნოლიას“ ეპიზოდზე სასამართლო გადაიდო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მაია რჩეულიშვილი: არ ვცობ დამნაშავედ თავს
TV IMEDI