მზადება ტურისტული სეზონის გახსნისთვის


როგორ უნდა გამოიყენოს ქვეყანამ „კოვიდ-19“-ისგან უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი ტურიზმის აღდგენის დროს მთავარ უპირატესობად - სამოქმედო გეგმა იმერეთის ტურისტული სფეროს წარმომადგენლებს პრემიერმა გააცნო.

მთავრობის მეთაურმა შეხვედრის მონაწილეებს უსაფრთხოების ის მთავარი ნორმები და სტანდარტები აუხსნა, რომელთა დაცვა ტურისტების მოსაზიდად და ინფიცირების დაბალი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია. უცხოელი ვიზიტორების მასპინძლობისთვის ნებართვაა საჭირო, რომელსაც სასტუმროები და რესტორნები სპეციალური შემოწმების შემდეგ მიიღებენ. სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში მომზადდება სპეციალური სიებიც. დიდი ალბათობით, ისრაელი იქნება პირველი ქვეყანა, რომელთანაც საქართველო საზღვარს გახსნის. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან