კორონავირუსი - ეპიდემიური ვითარება საქართველოში
04/17/2021
თითქმის ერთი კვირაა, ვირუსით ინფიცირების დღიური მონაცემები ოთხციფრიან ნიშნულზეა. ბოლო 24 საათში ჩატარებული 34 ათასი ტესტიდან, 1 219 კოვიდზე დადებითი აღმოჩნდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა ცხრა პაციენტი. რაც შეეხება უშუალოდ ახალ ფაქტებს, უმრავლესობა, 676 შემთხვევა თბილისში დადასტურდა, 126 - აჭარაში. მაღალია მაჩვენებელი სამეგრელო ზემო-სვანეთშიც, სადაც ვირუსი კიდევ 123 მოქალაქეს დაუდასტურდა. მძიმეა 494 პაციენტის მდგომარეობა. მათგან 89 მძიმედ არის და ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდება. და კიდევ ერთი გრაფა, განკურნებულთა შესახებ, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 301 პირი.
გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე, სპეციალისტები კვლავ მასობრივი ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობენ. მკაცრია ეპიდემიოლოგების ტონი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებითაც. მედიკოსები კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ წესების უგულებელყოფის შემთხვევაში, ისედაც უკვე გადატვირთული ჰოსპიტალური სექტორი, დამატებით დატვირთვას ვეღარ გაუძლებს.
თამარ ნადარეიშვილი ესაუბრა სპეციალისტებს და მათ განცხადებებს პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.