ახალქალაქში მამაკაცმა ყოფილი ცოლი და მისი ოჯახის წევრები დაჭრა
ახალქალაქში შუახნის მამაკაცმა ყოფილი ცოლი და მისი ოჯახის წევრები დაჭრა. დაჭრილია სულ ხუთი ადამიანი, მათ შორის 10 თვის ბავშვიც. მიზეზად შურისძიება სახლდება. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. დაზარალებულების ოჯახის წევრი ჰყვება, რომ ბრალდებული ძალადობის გამო იყო დაკავებული და ციხიდან ახალი გამოსულია. ახლობლები აცხადებენ, რომ დაახლოებით ორი წლის წინ ბრალდებულსა და მის ცოლს შორის კონფლიქტი მოხდა, რა დროსაც სიმამრმა პოლიციაში დარეკა და სწორედ ამის შემდგომ დააკავეს შუახნის მამაკაცი. სავარაუდოდ, ეს შემთხვევა გახდა გუშინდელი დანაშაულის მოტივიც. ხუთი დაჭრილიდან სამის მდგომარეობა სტაბილურია, რაც შეეხება ბრალდებულის სიდედრს და სიმამრს, ისინი გვიან ღამით თბილისში ალადაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს. დამნაშავე დაკავებულია. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ახალქალაქში შუახნის მამაკაცმა ყოფილ ცოლს და მის ოჯახს სხვადა...
TV IMEDI
მამაკაცმა ყოფილ ცოლს და მისი ოჯახის წევრებს ცივი იარაღით ჭრი...
TV IMEDI
ახალქალაქში დაჭრილ მამაკაცს შესაძლოა, ოპერაცია კიდევ დასჭირდ...
მეცხრე არხი ახალციხე
მკვლელობა ახალქალაქში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება ახალქალაქში, მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი
MULTIMEDIA GE
ვითარება ახალქალაქში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ახალქალაქში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალქალაქში ,,დრამინა" გაძვირდა - ჯავახეთის ოპოზიცია კონტრაქ...
მეცხრე არხი ახალციხე