შეხვედრა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბების წევრებთან

27.08.2024 01:23

პარტია „ქართული ოცნების“ ქედის, შუახევისა და ხულოს საარჩევნო შტაბების წევრებთან შეხვედრა გამართა აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ. თორნიკე რიჟვაძემ მათ საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პარტიის დელეგატი პირადად წარუდგინა. ქედის, შუახევისა და ხულოს საპარლამენტო დელეგატია ანზორ ბოლქვაძე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ქედის დელეგატი მამუკა თურმანიძეა. შუახევის, მოქმედი მაჟორიტარი - ფრიდონ ფუტკარაძე. ხულოში კი დელეგატად წარდგენილია მუნიციპალიტეტის არჩეული მერი, ვახტანგ ბერიძე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: