სტიქია პანკისის ხეობაში


გუშინ, ღამით, სტიქიამ პანკისის ხეობის სოფლები მნიშვნელოვნად დააზარალა. ძლიერმა ქარმა და სეტყვამ, რომელიც დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, თითქმის 100%--ით გაანადგურა ბოსტნეული, ვენახი და ხეხილის ბაღები. დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები.
სტიქიის ზონაში არსებულ მდგომარეობას წუხელვე ადგილზე გაეცნო ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ბექა ბაიდაური. მისი განცხადებით, გამგეობაში უკვე შექმნილია ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია, რომელმაც მუშაობა უკვე დაიწყო. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხს მთავრობა გადაწყვეტს.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/18TXKOf

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან