ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე

30.01.2023 11:43

„ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტში ცვლილებები იწყება. ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას ლევან ხაბეიშვილი იბარებს, რომელმაც მთავარ კონკურენტს, ნიკა მელიას 5 000-ზე მეტი ხმით მოუგო. ნიშნავს თუ არა ხაბეიშვილის გამარჯვება პარტიაზე ყოფილი ძალოვნების გავლენების დაბრუნებას - დაძაბული საარჩევნო მარათონის თანმდევი ურთიერთბრალდების და დაპირისპირების გათვალისწინებით, ეს ერთ-ერთი მთავარი კითხვაა. სწორედ ვანო მერაბიშვილის და დავით კეზერაშვილის ინტერესს ხედავს მელიას გუნდი ხაბეიშვილის უკან. უკვე ყოფილი თავმჯდომარე დღეს თავშეკავებული იყო, თუმცა მისმა რამდენიმე თანაგუნდელმა ხაბეიშვილის გამარჯვება ფულის და გავლენების გამარჯვებად და პარტიის უკან დახევად გამოაცხადა. არჩევნებში დამარცხებული ნიკა მელია პარტიიდან არ მიდის, მაგრამ მისი მხარდამჭერი ლიდერები პარტიულ თანამდებობებს ტოვებენ და პარტიის გადაწყვეტილებებში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რომელიც კანდიდატად მელიას მხრიდან კეზერაშვილის საჯარო კრიტიკის შემდეგ წარადგინეს, რადიკალურ ცვლილებებს აანონსებს. რამდენად შეძლებს არჩევნებამდე ორად გაყოფილი პარტია ერთიანობის აღდგენას - ნოდარ ჩაჩუა გაგვაცნობს გამარჯვებული და დამარცხებული გუნდების გეგმებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარეა
06:35

ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარეა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარეა
07:50

ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარეა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

\"ნაციონალური მოძრაობის\" ახალი თავმჯომარის მიერ დაანონსებული აქცია
02:27

"ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯომარის მიერ დაანონსებული...

TV IMEDI

ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს აფართოებს
08:23

ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს აფართოე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა რეგისტრაცია დღეიდან იწყება
04:28

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის არჩევნებისთვის ამ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტს ტოვებს
08:22

ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ხაბეიშვილი მორიგ აქციას აანონსებს
06:22

ხაბეიშვილი მორიგ აქციას აანონსებს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დაპირისპირება და კომპრომატებით ომი „ნაციონალურ მოძრაობაში“
08:31

დაპირისპირება და კომპრომატებით ომი „ნაციონალურ მოძრაობაში“

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო