ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე


„ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტში ცვლილებები იწყება. ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას ლევან ხაბეიშვილი იბარებს, რომელმაც მთავარ კონკურენტს, ნიკა მელიას 5 000-ზე მეტი ხმით მოუგო.

ნიშნავს თუ არა ხაბეიშვილის გამარჯვება პარტიაზე ყოფილი ძალოვნების გავლენების დაბრუნებას - დაძაბული საარჩევნო მარათონის თანმდევი ურთიერთბრალდების და დაპირისპირების გათვალისწინებით, ეს ერთ-ერთი მთავარი კითხვაა. სწორედ ვანო მერაბიშვილის და დავით კეზერაშვილის ინტერესს ხედავს მელიას გუნდი ხაბეიშვილის უკან. უკვე ყოფილი თავმჯდომარე დღეს თავშეკავებული იყო, თუმცა მისმა რამდენიმე თანაგუნდელმა ხაბეიშვილის გამარჯვება ფულის და გავლენების გამარჯვებად და პარტიის უკან დახევად გამოაცხადა. არჩევნებში დამარცხებული ნიკა მელია პარტიიდან არ მიდის, მაგრამ მისი მხარდამჭერი ლიდერები პარტიულ თანამდებობებს ტოვებენ და პარტიის გადაწყვეტილებებში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რომელიც კანდიდატად მელიას მხრიდან კეზერაშვილის საჯარო კრიტიკის შემდეგ წარადგინეს, რადიკალურ ცვლილებებს აანონსებს.

რამდენად შეძლებს არჩევნებამდე ორად გაყოფილი პარტია ერთიანობის აღდგენას - ნოდარ ჩაჩუა გაგვაცნობს გამარჯვებული და დამარცხებული გუნდების გეგმებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან