ლავროვის განცხადება და პოლიტიკური შეფასებები
09/26/2019
მაშინ, როცა სერგეი ლავროვი და დავით ზალკალიანი ნიუ იორკში ერთმანეთს ხვდებოდნენ, თბილისში რუსეთის პირველი დიპლომატის ახალ გზავნილებს აანალიზებდნენ.
„კომერსანტისთვის” მიცემული ინტერვიუს ნაწილი საქართველოს ეხება, რა დროსაც საგარეო უწყების პირველი პირის რიტორიკა შედარებით შერბილებულია. ლავროვი საუბრობს 20-21 ივნისის მოვლენებზე, მოსკოვის მიერ თბილისისთვის დაწესებულ ავიაემბარგოზე და საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების გზებზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის მომხრეა და მომავალში არც სავიზო რეჟიმის გაუქმებას გამორიცხავს. თუმცა ტონი უცვლელია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრის დროს.
თბილისმა მოსკოვისგან კიდევ ერთი გამაფრთხილებელი გზავნილი მიიღო.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.