პატიმრობის შეფარდება


განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ მამაკაცს, რომელიც ახალგაზრდა ქალის დაწვას ცდილობდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. პროკურორის განმარტებით, დანაშაულის ჩადენის მოტივი ეჭვიანობა იყო. საქმეზე წინა სასამართლო პროცესი 20 აგვისტოს ჩაინიშნა.
შემთხვევა 29 ივნისს მოხდა. 24 წლის მამაკაცმა ყოფილ შეყვარებულს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. 23 წლის გოგონა დამწვრობის ცენ​ტრშია მოთავსებული, მას სხეულის 37 % აქვს დამწვარი. დანაშაული 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან