გამოსამშვიდობებელი პრეზენტაცია
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა XX საუკუნის ცნობილი ქართველი ხელოვანის, გრაფიკოსის, ფერმწერის, ილუსტრატორის, თეატრის მხატვრის სერგო ქობულაძის ალბომის პრეზენტაცია. პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ რურუა, მხატვრის ოჯახის წევრები, მხატვრები, მწერლები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ალბომი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს „ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში გამოიცა. მასში თავმოყრილია სერგო ქობულაძის მიერ შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, სხვადასხვა წიგნების ილუსტრაციები, თეატრის მხატვრობის ამსახველი ესკიზები და სხვა. სერგო ქობულაძის - ახალი ქართული ხელოვნების წარმომადგენლის შემოქმედება ქართული გრაფიკის, თეატრის მხატვრობისა და ფერწერის ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. სერგო ქობულაძე თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულთა იმ პირველ თაობას ეკუთვნის, რომელმაც საქართველოში სახვითი ხელოვნების არაერთი დარგის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი. „თუ ტექნიკა ოსტატობამდე ავიდა, იგი ხელოვნების ეკვივალენტურია, მაგრამ ტექნიკის სრულყოფილი ცოდნა მაინც არ ქმნის ხელოვნებას, ისევე, როგორც მარტო ნიჭი არ ქმნის ხელოვნების ნიმუშს"...- 1969 წ. სერგო ქობულაძე http://www.mcs.gov.ge http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
გამოსამშვიდობებელი პრეზენტაცია
culturegovge culturegovge
გამოსამშვიდობებელი პრეზენტაცია
culturegovge culturegovge
გამოსამშვიდობებელი საღამო
alternatvstudio
გამოსამშვიდობებელი წერილი ოთარააანთ ქვრივს ► თეონა ბექიშვილი...
ფემინსტრიმი/Feminstream
გამოსამშვიდობებელი სადილი ელჩებთან
Giorgi Kvirikashvili
გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ლიტვის ელჩთან
Irakli Gharibashvili
გამოსამშვიდობებელი წერილი
george karelidze
გამოსამშვიდობებელი ბარათი - თ -ს ამირამ ჯანჯღავა - ART - საა...
art saati