ე.წ. ნარკოლოგიურის შენობაში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებზე საუბრობენ

01/27/2021
Trialeti TV-ის მიერ

ეწვიეთ ტელეკომპანია ,,თრიალეთის\" ოფიციალურ საიტს
http://trialeti.ge
გორში, ე.წ. ნარკოლოგიურის შენობაში ზედა სართულებიდან წყალი ჩამოდის, კედლები სველდება და აქ არსებული საყოფაცხოვრებო პირობები დღითი-დღე აუტანელი ხდება- ამის შეახებ ,,თრიალეთთან,, აქ მცხოვრები მოსახლეობა საუბრობს, ვისაც რამდენიმე თვეა იგივე პრობლემა აწუხებს. ისინი წყლის გაჟონვას გაუმართავ საკანალიზაციო სისტემას მიაწერენ. მათივე თქმით, ადგილობრვებმა ეს პრობლემა მერიის თანმშომლებსაც გააცნეს თუმცა მოგვარების შესახებ დაპირება არ მიუციათ.


ე.წ. ნარკოლოგიურის შენობაში პრობლემები ქვედა სართულებზეც არსებობს. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ სინესტისგან შენობის კედლები ჩამოშლის პირასაა.
,,თრალეთმა\" საკითხის გასარკვევად გორის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა. სოციალური სამსახურის ხელმძვანელი, დავით ჩხრაძე ამბობს, რომ სარემონტო სამუშაობის დაწყებას, აქ მცხოვრები პირებისთვის სხვა საცხოვრებელი სივრცის მონახვა ქმნის, რასაც დრო სჭირდება. მერიაში ამბობენ, , რომ საკითხს კიდევ ერთხელ გადახედავენ და ე.წ. ნარკოლოგურის შენობაში სარემონტო სამუშაოები სავარაუდოდ, ეტაპობრივად განხორციელდება.

ვიდეოები „Trialeti TV"-ისგან