საინფორმაციო შეხვედრა ირიგაციის თანამედროვე მეთოდების შესახებ

09.05.2016 01:20

საინფორმაციო შეხვედრა ირიგაციის თანამედროვე მეთოდების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დიდ საკონფერენციო დარბაზში სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“–ს წარმომადგენლებმა ირიგაციის თანამედროვე მეთოდების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, გამგებლის პირველი მოადგილე ზაურ ტაბატაძე, გამგეობის თანამშრომლები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივი ფერმერები და თემით დაინტერესებული სხვა პირები. მსგავსი ტიპის შეხვედრები წყალმომხმარებლებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება. ვრცლად იხილეთ: http://www.marneuli.gov.ge/…/1076-%E1...%…

გაზიარება: