„გემების ფესტივალი" დუბლინში

05/24/2014
culturegovge culturegovge-ის მიერ

31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით ირლანდიაში, ქალაქ დუბლინში, ეწყობა გემების საერთაშორისო ფესტივალი, სადაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობს.
ფესტივალზე მიემგზავრებიან: ანსამბლი „სუხიშვილები\", „შავფაროსნები\", ანსამბლი „რუსთავი\", ხელოვნების სასახლე, ასევე - ქართული ხალხური რეწვისა და ეროვნული კულინარიის მწარმოებელი რამდენიმე ფირმის წარმომადგენლები. „გემების ფესტივალზე\" საქართველო ევროპას ტრადიციულ ადათ-წესებს, ხელოვნებას, თანამედროვე კინემატოგრაფიაში მიღწეულ წარმატებებს გააცნობს. გამოიფინება ტრადიციული ქართული ხალხური რეწვის ნიმუშები; მოეწყობა კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმში დაცული ნივთების ექსპოზიცია; უჩვენებენ რეჟისორ თინათინ გურჩიანის ფილმს - „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს\"; ფესტივალის ეგიდით მოეწყობა ქართული ღვინის დეგუსტაცია და ყველის ტრადიციული წარმოების დემონსტრირება.
დუბლინის ცენტრში ქართულ მხარეს დაუთმობენ მეცხრამეტე საუკუნის ფრეგატს, სადაც შავფაროსნები გამართავენ წარმოდგენას. ამავე ფრეგატზე წარმოადგენენ პერფორმანსს არგონავტებზეც.
დუბლინის „გემების ფესტივალი\" ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ხალხმრავალი ღონისძიებაა. საერთაშორიო ფესტივალი დაახლოებით, სამასი წლის ისტორიას ითვლის და იგი ქვეყნის სოციალურ - ეკონომიკური სტრატეგიის ძირითადი ნაწილია. მასში მონაწილეობს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა.

http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან