გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის ფაქტზე


ლევან ვასაძის განცხადება გამოძიების საგანი ხდება. „თბილისი პრაიდის“ აქტივობების ჩასაშლელად დაანონსებული ე.წ. სახალხო რაზმების ფორმირებაში შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონდარღვევის ნიშნებს ხედავს. ძიება უკანონო ფორმირებების შექმნის, მათში გაწევრიანების და ხელმძღვანელობის ფაქტებზე მიმდინარეობს. დაიწყო დაკითხვებიც. პოლიციის სამმართველოში უკვე დაიბარეს გუშინდელი აქციის ორგანიზატორები და ვასაძის თანამოაზრეები - გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები, რომლებიც „თბილისის პრაიდის“ ჩაშლით იმუქრებიან და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასაც არ გამორიცხავენ. დაანონსებული გეგმის მიხედვით, დედაქალაქში პატრულირებას ე.წ. სახალხო რაზმები დაიწყებენ და ყველა იმ ადგილის ბლოკირებას მოახდენენ, სადაც ლგბტქ თემის წარმომადგენლები 28-დან 23 ივნისამდე დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობას აპირებენ. დღის ბოლოს ლევან ვასაძემ გეგმა შეცვალა და ქუჩების პატრულირების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან