ქართველი სამხედროების გამარჯვება


25 ოქროს, 10 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი, - ასეთია  აშშ-ის „საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშებში“ ქართველი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ასპარეზობის შედეგები. საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა პარასპორტის 8 სახეობაში მიიღეს მონაწილეობა და 41 მედალი  მოიპოვეს.

კალიფორნიაში გამართული „საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშების“ დახურვის ცერემონიალი დღეს გაიმართება. აღნიშნულ შეჯიბრში სხვადასხვა ქვეყნის 300 დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 16-კაციანი გუნდმა.

„საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშებში“ ქართველი სამხედრო მოსამსახურეები 2014 წლიდან იღებენ მონაწილეობას. გასულ წელს სამხედრო მოსამსახურეებმა 38 მედლის მოპოვება შეძლეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან