კონფორმისტი
/ alternatvstudio შენ შეგიძლია მშიერს გეძინოს ტელევიზორთან და ძილში ისმენდე ერორის დიქტორის სიტყვებს: გიყვარდეს პარტია შენი ნაციონალური და პრეზიდენტი მათი მიხეილი შენ შეგიძლია გეძინოს მთელი ღამე და გაგეღვიძოს შეყვარებულს. გახსნა ფანჯარა და ხმამაღლა იყვირო მე მიყვარს პარტია ნაციონალური და პრეზიდენტი მათი მიხეილი შენ შეგიძლია გახვიდე გარეთ, ჩაძინებული მშვიდად იარო ქუჩებში და არ გაწუხებდეს ირგვლივ დამდგარი მყრალი სუნი უსამართლობის. შენ შეგიძლია გეძინოს და თანაც წერდე ოდა პარტიას ანდაც მღეროდე მიშა ღმერთია მიშა მესია შენ შეგიძლია გეძინოს მთელი ცხოვრება და არ გაწუხებდეს შიმშილი და არ გაწუხებდეს უმუშევრობა და არ გაწუხებდეს დაკარგული ტერიტორიები და არ გაწუხებდეს გაზრდილი გადასახადები და არ გაწუხებდეს ჰომოფობები და არ გაწუხებდეს ვანოს პოლიცია და არ გაწუხებდეს მიშა თავხელიძე და ქეთა გაბიანი და არ გაწუხებდეს პოლიტპატიმრები და არ გაწუხებდეს გაჩეხილი ხეები და თუ ვინმე სახლიდან გაგასახლებს, შენს ლოგინს კიბეებზე ჩაათრევს და სადმე პარკში უცნობი ჯარისკაცის ძეგლივით აღმართავს, შენ მაინც არ გაიღვიძებ. რადგანაც შენ ხარ კონფორმისტი და შენ შეგიძლია იცხოვრო თვალებდახუჭულმა ძილი ნებისა გფარავდეს საბანი.
მსგავსი ვიდეოები
ილუზიონი - „კონფორმისტი“
ილუზიონი TV SHOW
უგულავა: ირაკლი ჩიქოვანი კონფორმისტია, მხოლოდ სამსახურებრივი...
Radio Atinati
შეგიძლიათ თუ არა წინააღმდეგობა გაუწიოთ ჯგუფურ აზროვნებას?
ერუდიტი - VOL 2.0
გიორგი ხასაია.კონფორმიზმი. konformizmi
giorgiful
#დღისკოდი უწყობს თუ არა ხელს ავტორიტარული აღზრდის სისტემა კო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
GD პედია - ნია ჭინჭარაული - კომფორმისტი
GDS
ლევან ლორთქიფანიძე: "ყველაზე დიდი დამნაშავეები კონფორმისტები...
sozialist. ge