ახალი კორონავირუსის პანდემია მსოფლიოში

03.04.2020 05:44

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკამ მილიონს გადააჭარბა.  დაღუპულია 55 ათასამდე ადამიანი. პანდემიამ ყველაზე მეტად აშშ, იტალია და ესპანეთი დააზაალა. სამივე ქვეყანაში ცალ-ცალკე, დაავადებულთა რიცხვი 100 ათასს აღემატება. 2009 წლის შემდეგ პირველად,  პანდემიის გამო, აშშ-ში 1 თვის განმავლობაში 700 ათასამდე ადამიანი უმუშევარი დარჩა. სულ მცირე 10 შტატში კი  სკოლები მთელი წლით დაიხურა. დამაიმედებელი შედეგები აქვთ პიტსბურგის  უნივერსიტეტის მკვლევარებს, რომლებიც კორონავირუსის დასამარცხებლად „სარს-კოვ-2“ ვაქცინას თაგვებზე ცდიან. ვაქცინა ასტიმულირებს ანტისხეულების წარმოებას, რაც შესაძლოა ვირუსის გასანეიტრალებლად საკმარისი აღმოჩნდეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: