ფინანსთა მინისტრი ლარის კურსის მკვეთრ ვარდნას გამოეხმაურა

08.09.2018 00:58

ლარის კურსის მკვეთრ ვარდნას ფინანსთა მინისტრი ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი საკითხს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. ივანე მაჭავარიანის განცხადებით, პერიოდულად რყევები შეიძლება დაფიქსირდეს, რადგან ქვეყანას თავისუფალი ე.წ. მცურავი კურსი აქვს.  ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულებამ 2 ლარი და 61 თეთრი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3 და 4 თეთრია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: