დავით გარეჯის საქმე

21.10.2020 04:01

მთავარმა საგამოძიებო უწყებამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შეთანხმების საქმეზე სადემარკაციო კომისიის მოქმედი თავმჯდომარე, ლაშა დარსალია გამოკითხა. გამოძიებას მან კომისიის ფარგლებში მოპოვებული ახალი მასალების და მასზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. აღნიშნული დასკვნებით კი, 2006-2007 წლებში სადემარკაციო კომისიის ფარგლებში საქართველოსთვის სასარგებლო იქნებოდა 1938 წლის 200-ათასიანი მასშტაბის რუკის გამოყენება, რომელიც რელევანტურად შეფასდა. ლაშა დარსალიამ ისიც თქვა, რომ აღნიშნული მასალები აზერბაიჯანულ მხარეს გასულ წელს გააცნეს და მათი პოზიციაც ცნობილია. ხათუნა გაგნიძე დეტალებით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: