რეგულაციები ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად

21.01.2020 05:23

საწარმოების კონტროლი მკაცრდება. ჰაერის დაბინძურებისთვის ქარხნები სოლიდური თანხით დაჯარიმდებიან. საწარმოების მფლობელები ასევე ვალდებული იქნებიან, რომ ჰაერში მავნე ნივთიერებების გამოყოფის შესამცირებლად შენობებში სპეციალური სისტემა დაამონტაჟონ. კანონში მოსალოდნელი ცვლილებების ადრესატები უკვე ინფორმირებულები არიან, თუმცა რეაქციები არაერთგვაროვანია. ყოველწლიური სტატისტიკური მონაცემებიც აჩვენებს, რომ ჰაერის დაბინძურების ხარისხი დასაშვებ ნორმას ყველაზე მეტად იმ ქალაქებში აჭარბებს, სადაც მსხვილი საწარმოებია განლაგებული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: