რა ბედი ელის ავლაბრის სასახლეს


რა ბედი ელის პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეს, -  ამ საკითხზე მომუშავე სპეციალური ჯგუფი პირველი შეხვედრას სამშაბათს გამართავს. კანონმდებლები შენობის ადმინისტრირების საკითხზე იმსჯელებენ. სასახლის პროექტის ავტორის, გიგა ბათიაშვილის წინადადებას განიხილავენ, რომლის მიხედვითაც რეზიდენციაში, შესაძლოა, კულტურის ეროვნული ცენტრი და სამუზეუმო სივრცე განთავსდეს.

სამუშაო ჯგუფში შვიდი დეპუტატია, მათ შორის, უმრავლესობის ლიდერი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

ჯგუფს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში ხელმძღვანელობს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან