კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოში


საქართველოში „კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებელმა მკვეთრად მოიმატა . თუ ახალი წლის დღეებში რამდენიმე ასეული შემთხვევა ვლინდებოდა, დღეს ეს მაჩვენებელი 2 316-ს შეადგენს. თუმცა, წინა დღეებთან შედარებით, გაზრდილია მიმართვიანობა და, შესაბამისად, ტესტების რაოდენობაც.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამტკიცებენ, რომ სამ გენზე სპეციალური კვლევა ჩაატარეს საქართველოში თებერვლის შემდეგ დაფიქსირებულ „კოვიდ-19“-ის ყველა შემთხვევაზე და დაადგინდეს, რომ ე.წ. ბრიტანული შტამის მხოლოდ ერთი შემთხვევაა გამოვლენილი.

დიდი ბრიტანეთიდან შემომსვლელებზე დაწესებული შეზღუდვისა და საზღვრების მკაცრი კონტროლის პირობებში, ეპიდემიოლოგები და ექიმები ამ ეტაპზე ქვეყანაში ახალი შტამის გავრცელებას არ ელოდებიან.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან