სააკაშვილის მიმართვა „ნაციონალურ მოძრაობას“


შეთანხმების მიღმა დარჩენილი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელმოწერისთვის პირობას აყენებს: ნიკა მელია ციხიდან ყოველგვარი პირობის გარეშე უნდა გათავისუფლდეს.

პატიმრობაში მყოფი თავმჯდომარე გირაოს არ გადაიხდის. ამ გადაწყვეტილებით დასრულდა ციხეში კონსულტაციები. ამ სტრატეგიას იზიარებს მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც გუშინდელთან შედარებით პოზიციას არბილებს. ექსპრეზიდენტი ჩამოსვლასაც კიდევ ერთხელ აანონსებს და ამჯერად თარიღად შემოდგომას ასახელებს, რასაც ოპოზიციაში ნეგატიურად ხვდებიან. მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარმა პარტიაში პოზიციები გაყო. სალომე სამადაშვილი, რომელმაც გუნდისგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო, პარტიიდან წასვლას აანონსებს, მანამდე კი ჯერ ისევ მოქმედი თანაგუნდელების მწვავე კრიტიკის მოსმენა უწევს, გუნდში არც მის გარიცხავს გამორიცხავენ. ყოფილი თანაპარტიელების კრიტიკა დღეს არც პარტიის საარჩევნო სიის მეორე ნომერს და ყოფილ თავმჯდომარეს, გრიგოლ ვაშაძეს დაკლებია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან