გავთანასწორდეთ [17 მაისი] | Let's Equate [IDAHOT]


17 მაისი ერთერთია იმ 365 დღიდან, რომლის განმავლობაშიც განვიცდით ყველა იმ გამოწვევასა და წარმატებას, რომელსაც ვაწყდებით საქართველოს მოქალაქეები ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, პოლიტიკური უთანასწორობის პირობებში.

17 მაისი, როგორც ჰომოფობიის, ტრანსფობიის და ბიფობიის დღე არის ის იშვიათი დღე, როდესაც პოლიტიკოსების, მედიის, საზოგადოების ყურადღება ექცევა ლგბტქი+ თემის მიმართ, რადგანაც 2013 წელს სცადა ამ სიმბოლური თარიღით აღენიშნა თანასწორობის იდეის განხორციელების შესაძლებლობა. თუმცა, ეს თარიღი იქცა დაპირისპირებისა და კონფლიქტის თარიღად.

ხვალ, როდესაც ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით, ჩვენი ყოველდღიურობითა და პრობლემებით, ისევ შევეჩეხებით არსებულ უთანასწრობასა და გამოწვევებს. და იმედი გვაქვს, რომ ყველა დავფიქრდებით, თანასწორობის აუცილებლობაზე, რომელიც ასე გვჭირდება ყველას, მათ შორის ჩვენ - ლგბტქი+ თემს.

ამიტომაც გიზიარებთ ვიდეოს, რომელიც შევქმენით არა 17 მაისისთვის, არამედ ყველა იმ დღისთვის, ყველა იმ წუთისთვის, როდესაც შევეჩეხებით უთანასწორობასა და ჩაგვრას სამსახურში, სახლში, ქუჩაში, საგანათლებლო სისტემაში, საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

გვახსოვდეს, რომ ჩვენი გულგრილობით, მტრული დამოკიდებულებით, უარყოფით ან შემგუებლობით უთანასწორობისადმი, ვაღრმავებთ უფსკრულს ჩვენი საზოგადოების წევრებს შორის, რომელიც გვთიშავს და გვაპირისპირებს ერთმანეთთან.

გიზიარებთ ამ ვიდეოს იმედით, რომ თანასწორობა არის ის ღირებულება, რომელიც გაგვაერთიანებს საერთო ჩაგვრისა და უთანასწორობის წინააღმდეგ, ერთმანეთისთვის.

#გავთანასწორდეთ
#გავერთიანდეთთანასწორობისთვის

ვიდეოები „Equality Movement თანასწორობის მოძრაობა"-ისგან