მიწის რეგისტრაციის გამარტივებული წესი
მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის დღეს მოქმედი გამარტივებული წესი მუდმივი ხდება. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობამ უკვე მოიწონა. ახლა ჯერი პარლამენტზეა. ცვლილებების პროექტების მიხედვით, კიდევ უფრო მარტივდება მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვება და დამტკიცება. მათ შორის, მცირდება მიწის რეგისტრირებისთვის მანამდე აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი. საჭიროების შემთხვევაში აზომვით სამუშაოებს სერთიფიცირებული პირები ჩაატარებენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2021 წლის პირველ იანვრამდე მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება სოციალურად დაუცველი ადამიანების ქულების რაოდენობაზე არ აისახება და შესაბამისად მათ შემწეობა მაინც შეუნარჩუნდებათ. გახანგრძლივებული პროცედურები, ვრცელი საბუთების სია, ბიუროკრატია, - ეს ის მთავარი პრობლემებია, რომლებიც მოქალაქეებს მიწების რეგისტრირების პროცესში ყველაზე ხშირად ექმნებოდათ. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში მიწის ნაკვეთების 55% ისევ დასარეგისტრირებელია. გამარტივებული წესით ხელისუფლებას მიწების რეგისტრაციის ტემპების დაჩქარება სურს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მიწის რეგისტრაციის საკითხის განხილვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიწის რეგისტრაციის რეფორმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიწების რეგისტრაცია გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა მოსახლეობასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიწის რეგისტრაციის რეფორმის შუალედური შედეგების პრეზენტაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიწის გამარტივებული რეგისტრაციით ერთ თვეში 12 000-ზე მეტმა მ...
გაზეთი ბოლნისი
მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიწის გამარტივებული რეგისტრაცია
ISETchannel