წალენჯიხელი ფერმერი გოგა აბულაძის თხილის ბაღი
11/30/2020
წალენჯიხელ გოგა აბულაძეს თხილის ბაღი 10 ჰა ფართობზე აქვს გაშენებული. აზიური ფაროსანა სხვა ფერმერების მსგავსად მისთვისაც პრობლემას წარმოადგენდა, თუმცა წელს ბაღი სამჯერ შეწამლა და კარგ მოსავალსაც ელის. აბულაძის განმარტებით, წამლობითი სამუშაოები არა მხოლოდ ფაროსანას, არამედ სიდამპლის და ნაცრის წინააღმდეგაც ჩაატარა, რამაც შესაბამისი შედეგიც გამოიღო. ფერმერი ამბობს, რომ ერთი ჰექტარის სამჯერ დამუშავება სამას ლარამდე დაუჯდა, აღებული მოსავლისგან კი კარგ შემოსავალს ელის.
გოგა აბულაძე მოუწოდებს ფერმერებს, სახელმწიფოსთან ერთად წამლობის პროცესში თავადაც მიიღონ მონაწილეობა და, რაც მთავარია, ღონისძიებები აგროკალენდრის მიხედვით, დროულად და სწორად გაატარონ.
Facebook Page: / national.food.agency