ბავშვთა პორნოგრაფიის და ტრეფიკინგის საქმე

16.06.2020 04:26

ბავშვთა ტრეფიკინგის გახმაურებულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი კიდევ სამ ადამიანს გამოუტანეს. საუბარია ავსტრალიის მოქალაქეზე, რომელიც პროკურატურის მასალებში დანაშაულებრივი სქემის ერთ-ერთ ორგანიზატორადაა მითითებული. პატიმრობა მიუსაჯეს ერთ-ერთი არასრულწლოვნის ოჯახის ორ წევრსაც. საგამოძიებო მაალების მიხედვით, თბილისში მდებარე ორ კონსპირაციულ ბინაში მოწყობილ ფოტო-სალონში 8-დან 14 წლამდე ასაკის 18 გოგონას ფოტო-ვიდეო სესია მიმდინარეობდა, პორნოგრაფიული მასალების რეალიზაცია კი უცხოეთში ხდებოდა, რის სანაცვლოდაც მსხვერპლი ბავშვების მშობლები თანხას იღებდნენ. არასრულწლოვნების მშობლები დღეს ამტკიცებენ, რომ ფოტო-სესიების შინაარსი მათთვის უცნობი იყო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: