ვითარება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში
ყაზბეგში უამინდობაა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში, გვიან ღამით უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. დაიტბორა ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები და სახლები. სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა გერგეთშიც კოტეჯების მიმდებარედ. პროცესს მონიტორინგს ადგილობრივი ხელისუფლება უწევს. სტიქიის ზონაში დღეს გეოლოგებიც ჩავიდნენ და მიმდინარეობს ღვარცოფული მასისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესწავლა. განცხადება გაავრცელა გარემოს ეროვნულმა სააგენტომაც. „17 აგვისტოს დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში, ე.წ. თარგმანის უბანში, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტის ზონაში ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ოპერატიულად მოხდება საბოლოო დასკვნის მომზადება, რომელიც შესაბამის უწყებებს გადაეგზავნება. დღეის მდგომარეობით, რაიმე სახის მნიშვნელოვანი ზიანი ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე არ ფიქსირდება. თუმცა, ნებისმიერი ტიპის გართულების თავიდან აცილების მიზნით, უბნის მდგრადი ფუნქციონირებისთვის კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარების გეგმის შემუშავების საკითხი შესაბამის უწყებებთან განიხილება“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#COVID19 - ვითარება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსი - ვითარება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსი - ვითარება ყაზბეგში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსი - ვითარება ყაზბეგში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#COVID19 - ვითარება ყაზბეგში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
12.01.2015 - ვითარება საავტომობილო გზებზე
ინფრასტრუქტურის სამინისტრო