ფარმაცევტული კომპანიების წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევის პროცესი დაიწყო. საკითხი ეხება ბოლო პერიოდში ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი, რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების მკვეთრ ზრდას და სავარაუდო, იდენტური ფასწარმოქმნის დაწესებას. მოკვლევა ორი მიმართულებით დაიწყო, რაც დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებასა და კონკურენციის შესაძლო შემზღუდველ შეთანხმებებს გულისხმობს. კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების დადგენის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს ჯარიმას, დამრღვევი ეკონომიკური აგენტის წინა ფინანსური წლის ბრუნვის 5%-მდე ოდენობით. შეგახსენებთ, 2022 წელს, ფარმაცევტულ ბაზარზე წარმოებული მონიტორინგის ფარგლებში, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სააგენტომ 13 რეკომენდაცია გასცა. აღსრულების პროცესი მიმდინარე რეჟიმშია, საიდანაც სრულად ან ნაწილობრივ შვიდი რეკომენდაცია შესრულდა. ამავე პერიოდში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თურქეთიდან მედიკამენტების პარალელური იმპორტის მექანიზმი ამოქმედდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
იტალიის საავადმყოფოდან კორონავირუსით დაინფიცირებული მამაკაცი...
ახალი ამბები
ფარმაცევტული კომპანიების მოგების მარჟა, შესაძლოა, დარეგულირდ...
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი
ფარმაცევტული კომპანიების საქმიანობასთან დაკავშირებით მოკვლევ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო
მინისტრი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო
შეხვედრა ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელებთან
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო
დავით სერგეენკო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სადაზღვევოებისგან კლინიკებისა და ფარმაცევტული კომპანიების გა...
Business Media Georgia