ფერიცვალება

19.08.2018 02:44

მართლმადიდებელმა მრევლმა დღეს ფერისცვალების დღესასწაული აღნიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით სამების ტაძარში წირვა პატრიარქმა ჩაატარა. ილია მეორემ მრევლს ფერიცვალება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის დღესასწაული, რომელიც მიგვითითებს, რომ ყოველმა ადამიანმა ფერი უნდა იცვალოს. დღეს ტაძრებში ყურძენი და ხილი აკურთხეს. მარხულთათვის ეს დღე თევზით ხსნილია. ავტორი - მანანა გიგინეიშვილი ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

გაზიარება: