ყირიმში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადება


მძევლად აყვანილი უკრაინელი სამხედროები მოსკოვში გადაიყვანეს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ყირიმში, ბორის ბაბინმა უკრაინული ტელეკომპანია „მეხუთე არხის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, დაჭრილ სამხედროებს ოპერაცია ჩაუტარდათ.

უკრაინული მხარისთვის უცნობია, რამდენი სამხედროა დაჭრილი. ბაბინის ინფორმაციით, პარალელურად რუსეთში უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. მანამდე, რუსული მედია იუწყებოდა, რომ სამი დაჭრილი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე ქერჩის საავადმყოფოშია და მათი ჯანმრთელობის მდგომაროება სტაბილურია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან