ნატო განაგრძობს გაფართოებას

15.07.2018 24:41

დღეს რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" ამ და სხვა თემებზე გვექნება საუბარი: ბრიუსელი, ნატოს სამიტი და მაკედონია ალიანსის ზღურბლზე; ინტერვიუ "გერმანიის მარშალის ფონდის" ვარშავის ინსტიტუტის დირექტორ მიხალ ბარანოვსკისთან; "ნიკოს რუბრიკა": საყვარელი ბელგიელი მუსიკოსები; "შინ - უცხოეთში": დავით მალტეზე - როგორია, იყო მსახიობი ტრაგედიის სამშობლოში?  "კალეიდოსკოპი": გასაოცარი ნიჭით დაჯილდოებულ ნიგერიელი ბიჭი. რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით, 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.

გაზიარება: