42 გარდაცვლილი და ინფიცირების 4321 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში. გასული დღე-ღამის მანძილზე ტესტირება სულ 14 396 მოქალაქეს ჩაუტარდა. მაღალია ვირუსის მსხვერპლთა დღევანდელი მაჩვენებელი, რომელიც ინფექციის გავრცელებიდან ამ დრომდე 1504-ს შეადგენს. ყველაზე რთული ეპიდსიტუაცია ისევ დედაქალაქშია. თბილისში 1615 შემთხვევა ფიქსირდება, მას მოსდევს იმერეთი 564 ფაქტით, შემდეგი კი აჭარაა, სადაც ვირუსი კიდევ 491 მოქალაქეს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 1066 მძიმე პაციენტი გვყავს, მათგან ოთხასზე მეტის შემთხვევაში ინფექცია კიდევ უფრო რთულად მიმდინარეობს და შესაბამისად ამ პაციენტებს ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდებათ. რაც შეეხება ცალკეულ სამედიცინო დაწესებულებებს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს მსახიობი კახი კავსაძე, რომელის მდგომარეობაც ამ ეტაპზე სტაბილურია და შესაძლოა, მსახიობი ხვალ თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანონ. სულ კი საავადმყოფოში 141 ინფიცირებული ჰყავთ, მათგან 15-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.