ირაკლი ფარჯიანის გამოფენა ხელოვნების სასახლეში
5 სექტემბერს, ხელოვნების სასახლეში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და და "ბაია გალერეას" მხარდაჭერით, ირაკლი ფარჯიანის პერსონალური გამოფენა „მარკოზისა და იოანეს სახარება“ გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ესწრებოდა. მხატვრის ოჯახის ინიციატივითა და სურვილით, პირველად საქართველოში, ხელოვნების სასახლეში მოხდა „სახარების“ ირაკლი ფარჯიანის ვერსიის პრეზენტაცია. მხატვრის მიერ, გასული საუკუნის 80-იან წლებში შესრულებული ხელნაწერი წიგნი „იოანეს და მარკოზის სახარება“ თანამედროვე ქართული ხელოვნების მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს, რომელიც უკვე XX საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლია. წიგნზე მუშაობის პროცესი, საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში მიმდინარეობდა, რაც თავის მხრივ დაკავშირებული იყო მნიშვნელოვან საფრთხეებთან. დასრულებული ხელნაწერის პრეზენტაცია იმ დროისათვის სრულიად წარმოუდგენელი იყო. შუასაუკუნეების ხელნაწერი წიგნების მსგავსად, ფარჯიანისეული სახარება გაფორმებულია ილუსტრაციებით, თავსართებისა და ბოლოსართების დეკორით, რომელიც კანონიკური იკონოგრაფიითა და მისი საავტორო ინტერპრეტაციით, ერთდროულად ტრადიციულიცაა და ნოვატორულიც. გამოფენა ხელოვნების სასახლეში 20 სექტმბრის ჩათვლით გაგრძელდება. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ირაკლი ფარჯიანის პერსონალური გამოფენა ხელოვნების სასახლეში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების გამოფენა ხელოვნების სასახლეში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"გზაჯვარედინზე"
culturegovge culturegovge
"ტრაექტორია" - გამოფენა ”სასტუმრო ორიანტი / მხატვრის სახლი„...
Artareatv
ირაკლი ფარჯიანის გამოფენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი ფარჯიანის გამოფენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიდღე ირაკლი ფარჯიანის გამოფენა ეროვნულ გალერეაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიდღე ირაკლი ფარჯიანის გამოფენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster