შშმ პირთა დაცვის დღე


დღეს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ბრიფინგი გაიმართა პრეზიდენტის სასახლეში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებში პრეზიდენტის კონსულტანტის, სიმონ პეტრიდისის განცხადებით, ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები წლებია ახორციელებენ პროექტებს  შშმ პირთა ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად. მისივე თქმით, შშმ პირებს შესაძლებლობა მიეცემათ  შეაფასონ ქვეყანაში არსებული სიტუაცია და საკუთარი წარმატებისა თუ წარუმატებლობის ისტორიები საზოგადოებას გაუზიარონ.

ტარდება შშმ პირთა ისტორიების კონკურსი, სადაც ექვსი გამარჯვებული გამოვლინდება. განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყება და პირველი დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. გამარჯვებულები სიმბოლურად, 3 დეკემბერს,  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს გამოვლინდებიან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან