მასშტაბური ხანძარი საბერძნეთში
ხანძრის 600-მდე კერა საბერძნეთში - ქვეყანაში მასშტაბურ სტიქიას ათასზე მეტი მეხანძრე, ორასი სახანძრო მანქანა და ცხრა თვითმფრინავი ებრძვის. უკვე მერვე დღეა, რაც საბერძნეთში ბოლო 30 წლის განმავლობაში ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. ხელისუფლებამ ათეულობით სოფლისა და ათასობით მაცხოვრებლის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ხანძართან ბრძოლაში ჩართულია ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სახანძრო ბრიგადებიც. ცეცხლის ქრობაში მონაწილეობს ადგილობრივი მოსახლეობაც. ისინი საკუთარი სახლების დატოვებაზე უარს აცხადებენ. მოსახლეობა ხანძართან წარუმატებელ ბრძოლაში და არასწორი კლიმატური პოლიტიკის დაგეგმვაში მთავრობას ადანაშაულებს. საბერძნეთში არსებულ რთულ მდგომარეობას გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც, რომელმაც ხანძართან ბრძოლაში გამოვლენილი სისუსტეებისა და შეცდომების გამო, მოსახლეობას ბოდიში მოუხადა და შესაბამისი ზომების გატარებას დაჰპირდა. გიორგი აფხაიძე გიამბობთ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ხანძარი და წყალდიდობა. მდინარეების დაღრმავება. კლიმატის კრიზ...
შემოქმედებითი საზოგადოება საქართველო
მასშტაბური ხანძრები მსოფლიოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიკვირა საბერძნეთის შავი ორშაბათი - ყველაზე მასშტაბური ხ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დუღილის სეზონი: კლიმატის კრიზისი ემუქრება მსოფლიოს. მაროკოს...
შემოქმედებითი საზოგადოება საქართველო
საშინელი წყალდიდობა და სეტყვა მთელ მსოფლიოში. ბუნებრივი კატა...
შემოქმედებითი საზოგადოება საქართველო
მაღალი ტემპერატურა და მასშტაბური ხანძრები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მასშტაბური ხანძარი - საგანგებო ზომები აშშ-სა და კანადაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მასშტაბური ხანძარი კანადაში
TV IMEDI