მასშტაბური ხანძარი საბერძნეთში


ხანძრის 600-მდე კერა საბერძნეთში - ქვეყანაში მასშტაბურ სტიქიას ათასზე მეტი მეხანძრე, ორასი სახანძრო მანქანა და ცხრა თვითმფრინავი ებრძვის. უკვე მერვე დღეა, რაც საბერძნეთში ბოლო 30 წლის განმავლობაში ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. ხელისუფლებამ ათეულობით სოფლისა და ათასობით მაცხოვრებლის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.

ხანძართან ბრძოლაში ჩართულია ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სახანძრო ბრიგადებიც. ცეცხლის ქრობაში მონაწილეობს ადგილობრივი მოსახლეობაც. ისინი საკუთარი სახლების დატოვებაზე უარს აცხადებენ. მოსახლეობა ხანძართან წარუმატებელ ბრძოლაში და არასწორი კლიმატური პოლიტიკის დაგეგმვაში მთავრობას ადანაშაულებს. საბერძნეთში არსებულ რთულ მდგომარეობას გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც, რომელმაც ხანძართან ბრძოლაში გამოვლენილი სისუსტეებისა და შეცდომების გამო, მოსახლეობას ბოდიში მოუხადა და შესაბამისი ზომების გატარებას დაჰპირდა.

გიორგი აფხაიძე გიამბობთ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან