ფსიქოლოგიური პრობლემები ომის და პანდემიის პირობებში


პანდემია და ომი - კორონავირუსთან ბრძოლაში მყოფი მსოფლიო 24 თებერვალს ახალ, კიდევ უფრო მძიმე რეალობაში აღმოჩნდა. 

ფსიქოლოგები იმ სტრესზე საუბრობენ, რომელსაც მოქალაქეები ჯერ პანდემიის და ახლა უკვე საომარი მოქმედებების შედეგად იღებენ. ეს სტრესი და შიში საქართველოსთვის კარგად ნაცნობია. 14 წლის წინ ომგამოვლილ ქვეყანაში რუსული აგრესიის საფრთხე ისევ არსებობს. შექმნილ მძიმე და დაძაბულ ვითარებაში სპეციალისტები სხვადასხვა ფსიქიკური პრობლემის გამოვლენის გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობენ. მათი თქმით, ბოლო პერიოდში ამ კუთხით მიმართვიანობა საგრძნობლად გაზრდილია. მთავარი რეკომენდაციებია, რომ როგორც ომთან, ასევე კორონა-პანდემიასთან დაკავშირებით ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში არ იყოს მიღებული და მოქალაქეები ყოველდღიურ საქმიანობას არ მოწყდნენ. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან